ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

124 მლნ ლარი ექვს თვეში - რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან

124 მლნ ლარი ექვს თვეში - რა თანხა შედის ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში მოქმედმა კაზინოებმა სახელმწიფო ბიუჯეტში 124 მილიონი ლარის სალიცენზიო გადასახადი გადაიხადეს.
ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის თანახმად, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი მოსაკრებლები წინა წელთან შედარებით 25%-ით, ანუ 24.6 მილიონი ლარით არის გაზრდილი.
მიღებული საბიუჯეტო შემოსავალი ასე ნაწილდება:
· სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი - 76,687,031 ლარი, ზრდა წინა წელთან 13%;
· მოსაკრებელი სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე - 47,575,009 ლარი, ზრდა წინა წელთან 50%.
აზარტული თამაშების სექტორი სალიცენზიო გადასახადების გარდა კიდევ რამდენიმე გადასახადს იხდის, ესენია ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, რასაც ისინი მოგებულ თანხაზე იხდიან. 2024 წლის 1 იანვრიდან ეს მოსაკრებელი 2%-დან 5%-მდე გაიზარდა, ხოლო ონლაინ-კაზინოების მოგების გადასახადი მათი GGR-ის (მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობა) 15%-მდე გაიზარდა, რაც 2023 წელს 10%-ს შეადგენდა. აღნიშნული გადასახადები დეტალიზებული სახით ბიუჯეტის ანგარიშში წარმოდგენილი არაა, შესაბამისად უცნობია რა მოცულობის მთლიანი გადასახადები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში აზარტული თამაშების სექტორიდან.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.