ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უცხოეთში ქართული ბარათებით 6 თვეში 4.6 მლრდ ლარი გადაიხადეს

მიმდინარე წლის ივნისში, ქართული საბანკო ბარათებით უცხოეთში რეკორდული - 848.3 მლნ ლარის ოპერაციები შესრულდა.
ეროვნული ბანკის სტატისტიკით, გასულ თვეში უცხოეთში ქართული ბარათებით ოპერაციების უდიდესი წილი 779 მლნ ლარი პოს-ტერმინალებით, იმპრინტერებით და ინტერნეტით განხორციელებულ შესყიდვებზე მოდიოდა.
2024 წლის ივნისში საბარათე ოპერაციების ჯამური თანხა წლიურად 210 მილიონით, ანუ 33%-ით იყო გაზრდილი. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს მაისსა და ივნისში საზღვარგარეთ განხორციელებული ოპერაციების მოცულობამ თვიურად 800 მილიონ ლარს პირველად გადააჭარბა.
იანვარ-ივნისში რეზიდენტი ბანკების მიერ გამოშვებული ბარათებით საზღვარგარეთ 4.6 მლრდ ლარის ოპერაციები შესრულდა. წლიურად ზრდა თითქმის 1 მილიარდი ლარია (977 558 ლარი).
ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წელს 6 თვეში სულ შესრულდა 269 მლნ ოპერაცია, თანხობრივად 20.6 მილიარდი ლარი. აქედან ოპერაციების 94% რაოდენობრივად და 90% თანხობრივად ქვეყნის შიგნით შესრულდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.