ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

12 ოქტომბერს დაგეგმილი „რამშტაინის“ შეხვედრა გადაიდო

12 ოქტომბერს დაგეგმილი „რამშტაინის“ შეხვედრა გადაიდო

12 ოქტომბერს დაგეგმილი „რამშტაინის“ შეხვედრა გადაიდო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი „რამშტაინის“ საჰაერო ბაზაზე მდებარე საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
„2024 წლის 12 ოქტომბრის ღონისძიება გადაიდო. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომავალი შეხვედრების შესახებ განცხადებები მალე გაკეთდება“, - განაცხადეს „რამშტაინის“ ბაზის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისში.
შეგახსენებთ, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „მილტონის“ სიმძიმის გათვალისწინებით გერმანიასა და ანგოლაში დაგეგმილი ვიზიტები გადადო. მოგვიანებით, გერმანიაში ვიზიტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმაც გააუქმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.