11 წლიანი მმართველობის მე-6 პრემიერი – “ქართული ოცნების” ყრილობა და საკადრო გადაადგილებები მმართველ პარტიაში

“ქართული ოცნების” რიგით მერვე ყრილობის მთავარი მოვლენა წინასწარ იყო ცნობილი, განსხვავებით წინა პარტიული შეკრებისგან. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ყრილობის დაწყებამდე პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარუდგინა.
ყრილობა ირაკლი კობახიძემ გახსნა და დელეგატებს პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევისკენ მოუწოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც “ქართული ოცნების” ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ყრილობის დელეგატებს ახალი სტატუსით პირველად მიმართა, თუმცა იყო ძველის გახსენებაც – პოლიტიკური წარსულის და საუბარი გუნდის პრიორიტეტებსა და სამომავლო გამოწვევებზე.
ახალი ამოცანების მთავრობიდან გამკლავება უკვე ახალ პრემიერს მოუწევს. ირაკლი კობახიძეს უკვე წინამორბედმა და დღეიდან პარტიის თავმჯდომარემ, წარმატება უსურვა და თანადგომა საჯაროდ აღუთქვა.
გაცვალეს ტრიბუნები და თანამდებობის გაცვლა ერთმანეთს დელეგატების წინაშე საჯაროდ მიულოცეს. ამის შემდეგ, ყრილობაზე ირაკლი უკვე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის რანგში წარსდგა. გამოსვლის დასაწყისშივე აქცენტი პარტიის ერთიანობასა და არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებაზე გაკეთდა.
მომავალი პრემიერი სამთავრობო გეგმას პარლამენტს წარუდგენს.
ყრილობა დახურულად გამოცხადდა ისე, რომ სიტყვით “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე არ გამოსულა. ყრილობის დღის წესრიგი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მხოლოდ ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო მიმართვებს ითვალისწინებდა. სწორედ მათთან ერთად შევიდა პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ დარბაზში , რომელმაც დღეს მედიასთან კომენტარისგანაც თავი შეიკავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება