11 ოქტომბერს, უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

11 ოქტომბერს, უკრაინა-საქართველოს მატჩის ღია ჩვენება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ყურება კვლავ პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეეძლება.
„11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, ჩვენი ეროვნული ნაკრები პოლონეთში უკრაინის ნაკრებს შეხვდება. ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება. ამჯერადაც მივიღეთ გადაწყვეტილება – ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გავაკეთებთ ღია ჩვენებას და დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ. ქართველ გულშემატკივარს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ერთად ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს. მოგვიანებით საზოგადოებას აუცილებლად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას აღნიშნულ ღია ჩვენებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, 11 ოქტომბერს უეფა-ს ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩი პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო