ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – 20 ოქტომბერს თბილისში 4 ლოკაციიდან მარში გაიმართება

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – 20 ოქტომბერს თბილისში 4 ლოკაციიდან მარში გაიმართება

“საქართველო ირჩევს ევროკავშირს” – 20 ოქტომბერს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება.
მარშის ინიციატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები – ჩემი ხმა ევროკავშირს, საქართველოს მომავლის აკადემია, სასამართლოს გუშაგი, საქართველოს ევროპული ორბიტა, ყვარლის ევროკლუბი, დემოკრატიის მცველები, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.
“საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას;
საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;
საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე საქართველო ირჩევს ევროკავშირს! ვიკრიბებით ოთხ ლოკაციაზე:
მარჯანიშვილის მოედანი;
გმირთა მოედანი;
რესპუბლიკის მოედანი
300 არაგველის მოედანი.
და როგორც ადრე – შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე.
ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ არავისი სხვისი, ეს ქვეყანა არის ჩვენი”, – წერია მარშის აღწერაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.