11 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
11 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს განცხადებას.
„დღეს 11 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში, ასევე, დედაქალაქში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.