არქივი4 ივნისი, 2024, 14:22
დღეს კვლავ ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დღეს საქართველოში კვლავ ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
„4 ივნისს დღის ბოლომდე შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“,- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.