ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

1000-ზე მეტი პატიმარი მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის მიერ “ამნისტიის შესახებ” კანონის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას – რატი ბრეგაძე

1000-ზე მეტი პატიმარი მე-9 დღეა უშედეგოდ ელოდება პრეზიდენტის მიერ “ამნისტიის შესახებ” კანონის ხელმოწერას და ნანატრ თავისუფლებას.’- წერს სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
“ამნისტია ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური აქტია, რომელიც ადამიანს ცხოვრების ახლებურად დაწყების საშუალებას აძლევს.
საპარლამენტო უმრავლესობის დიდი მონდომების შედეგად პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ამ დრომდე ვერ ამოქმედდა მხოლოდ იმის გამო, რომ ქალბატონი პრეზიდენტი უბრალოდ, ან უცნობი და რთულად ამოსახსნელი მიზეზის გამო ხელს არ აწერს.
არადა ამ ხელის ერთ მოძრაობაზე ათასობით ადამიანის ბედი და უკეთესი მომავალია დამოკიდებული… გამოსავალი არსებობს და ეს ხალხი მაინც გავა გარეთ. თუ პრეზიდენტი ორ ოქტომბრამდე არ გამოაქვეყნებს კანონს და, არც მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნებს პარლამენტს მას, კონსტიტუციის თანახმად, 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.”- წერს ბრეგაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.