რატი იონათამიშვილი პრეზიდენტზე – ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება ხელს არ აწერს, ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი

ნახევარი საათი ისაუბრა, უაზროდ და უშინაარსოდ. ვერც თავი გავიგეთ, რა უნდოდა და ვერც ბოლო, – ასე ეხმიანება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ ბრიფინგს.
მისივე თქმით, ერთი კვირაა ხელს არ აწერს ამნისტიის კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება და მის საქციელს უპასუხისმგებლობის მაგალითს უწოდებს.
„ნახევარი საათი ისაუბრა, უაზროდ და უშინაარსოდ. ვერც თავი გავიგეთ, რა უნდოდა და ვერც ბოლო. ამ დროს, ამნისტიის კანონს ერთი კვირაა ხელს არ აწერს. კანონს, რომელსაც ათასობით პატიმარი და პრობაციონერი ელოდება. ეს არის სირცხვილი და უპასუხისმგებლობის მაგალითი!“ , – წერს რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – „ქართული ოცნება“ ეცდება, ყველა მხარე რაღაც პროცესში შეიტყუოს, აჩვენოს, თითქოს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ეს იქნება სიმულაცია – როგორც ჩანს, ირანის მიმართ ვალდებულებები აქვს აღებული, მისი „გადაგდება“ ასე მარტივი არ არის