ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

10 000-ლარიანი გირაო ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაბუს | რეპერი ციხეს უახლოეს პერიოდში დატოვებს

კახა აბუაშვილი იგივე კაბუ 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია. ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მომღერალი ციხეს უახლოეს პერიოდში დატოვებს. მოსამართლემ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, რომლის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი იყო მოახლოებული დღესასწაული და კაბუს საახალწლო კონცერტებში მონაწილეობა. მომღერალი საბრალდებო სკამზე მძიმე ბრალდებით აღმოჩნდა. მას მეგობარ ქალზე ძალადობას, სხეულის განზრახ დაზიანებას, მუქარას და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.