სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, კაბუ დააკავეს

სავარაუდოდ, ქალზე ძალადობის ბრალდებით, ქართველი მსახიობი და რეპერი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ დააკავეს.
მთავარი არხის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მას ხელბორკილები ქუჩაში მაშინ დაადეს, როდესაც ის მეგობარ ქალზე ძალადობდა.
დაკავებული დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. უცნობია, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს.
საგამოძიებო უწყება დაკავებულ რეპერს ორი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება – გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს და 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი