ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“1 წელში 72 მილიონი ლარის ავტომანქანებია შესყიდული” – ირაკლი აბესაძე

“1 წელში 72 მილიონი ლარის ავტომანქანებია შესყიდული” – ირაკლი აბესაძე

ეკონომისტი, ირაკლი აბესაძე:
10,797,308 ლარის 192 მანქანას იყიდის შესყიდვების სააგენტო სხვადასხვა უწყებებისთვის, მათ შორის: თბილისის მერია – 86 მანქანა პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 12 მანქანა იუსტიციის სამინისტრო – 21 მანქანა სახალხო დამცველის აპარატი – 5 მანქანა ეს იმ ფონზე, როდესაც ე.წ პრემიერი აანონსებს სოციალური დახმარების მიმღებ პირთა შემცირებას, ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელს ხელფასების დარიგების უზრუნველსაყოფად აანონსებს სკოლების მშენებლობის/რეაბილიტაციის ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას, ბიუჯეტის შევსების მიზნით მოქალაქეებს უზრდიან სხვადასხვა ჯარიმებს, აქციზს თამბაქოზე და ა.შ. P.S. სულ, მხოლოდ ბოლო 1 წელიწადში, შესყიდულია 1018 ავტომობილი (აქ არ შედის სპეც.ტექნიკა და საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტი), საერთო ღირებულებით დაახლოებით 72 მილიონი ლარი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.