სალომე სიმონია: 6 მილიონი ლარის ანაბარი; 2,1 მილიონი ლარის დეპოზიტი; 725 000 ლარის მანქანები… ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეკა ჭიჭინაძე პარლამენტში ზის…

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
● 6 მილიონი ლარის ანაბარი
● 2,1 მილიონი ლარის დეპოზიტი
● 2,7 მილიონი ლარი ანგარიშზე
● 725 000 ლარის მანქანები
ეს არის კაპიკების შემყურე 707 ათასი სოციალურად დაუცველის, 800 ათასი პენსიონერის, ომის ვეტერანების, დევნილების, მარჩენალდაკარგულების და მოშიმშილე ბავშვების ცხოვრების განმკარგველი პარლამენტარის და მისი მეუღლის დეკლარირებული ქონება.
ერთადერთი მიზეზი, რატომაც ეკა ჭიჭინაძე პარლამენტში ზის, ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობაა. ამიტომ აძლევს თავს უფლებას კომიტეტის სხდომა კევის უშნო ღლაჭუნით და ენის უხერხული ბორძიკით წაიყვანოს. წელში გაწყვეტილი ხალხის პრობლემების მოგვარებასაც ზუსტად ასე აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ