ჰქონდა თუ არა უკრაინას ომის თავიდან აცილების შანსი – არესტოვიჩის სკანდალური განცხადება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი გავლენიანი თანამშრომელი და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველი დასავლეთს ღია ბრალდებას უყენებს. უკრაინის გაწირვა გეოპოლიტიკური მიზნით – ს თქმით, 2 წლიანმა ომმა დაადასტურა, რომ მოკავშირეების სტრატეგიული მიზანი სწორედ ეს იყო. უკრაინის პრეზიდენტის უახლოესი წრის ყოფილმა წარმომადგენელმა სტამბოლის მოლაპარაკებებზეც ისაუბრა. თქვა, რომ ომის შეჩერება, ნატო=ზე უარის თქმის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო.
არესტოვიჩის განცხადებას აღიარება უწოდეს “ხალხის ძალი” წარმომადგენლებმა. კანონმდებლების თქმით, მისმა სიტყვებმა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული, სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ალექსეი არესტოვიჩის შეცვლილმა რიტორიკამ მის მიმართ ქართული ოპოზიციის დამოკიდებულებაც შეცვალა. თუ რამდენიმე თვის წინ ის ოპოზიციონერებისთვის სანდო პერსონა და მეომარი ქვეყნის ერთ-ერთი ღირსეული ლიდერი იყო, დღეს რუსული ინტერესების გამტარებლად იქცა. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს ისიც კი თქვეს, რომ არესტოვიჩი სიმულაციურ საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.
არესტოვიჩის პოლიტიკურ გარდასახვაზე მეტად, მმართველი გუნდისთვის კითხვებს მის მიმართ ოპოზიციის შეცვლილი დამოკიდებულებები აჩენს. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ში ომის დაწყებიდან დღემდე სწორი პოლიტიკა გაატარა, რამაც ქვეყანას სტაბილური განვითარების შესაძლებლობა მისცა. უკრაინელი პოლიტიკოსების დასავლეთთან დაპირისპირება კი მმართველი გუნდისთვის ოფიციალური ს შიდაპოლიტიკური საქმეა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ომი 600 დღეზე მეტია მიმდინარეობს და მას ასიათასობით სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. დანგრეული და განადგურებულია ქალაქები.

ასევე დაგაინტერესებთ

ვინც შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს უწმინდესს, ერს, სახელმწიფოს, ღირსია, საზოგადოებამ ის სახელი დაარქვას, რაც რეალურად ჰქვიათ და ნუ გაუკვირდებათ, რომ საზოგადოება მათ მკაცრ პასუხს გასცემს