ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰუსიტების სპიკერი: თუ აშშ ირანს თავს დაესხმება, წითელ ზღვაში მათ გემებს მიზანში ამოვიღებთ

ჰუსიტების სპიკერი: თუ აშშ ირანს თავს დაესხმება, წითელ ზღვაში მათ გემებს მიზანში ამოვიღებთ

იემენელი ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფება ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე განცხადებას ავრცელებს და აშშ-ს ისრაელის მხარეს ჩართვის შემთხვევაში თავდასხმებით ემუქრება.

"თუ აშშ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ თავდასხმასა და აგრესიაში მონაწილეობას მიიღებს, შეიარაღებული ძალები მიზანში ამოიღებენ მის გემებსა და სამხედრო ხომალდებს წითელ ზღვაში". - განაცხადა ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარემ.

ჰუსიტების თქმით, აშშ-ს გემებზე იერიშებს იმ შემთხვევაში მიიტანენ, თუ აშშ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაესხმება თავს.

მანამდე, 15 ივნისს, ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციის პარალელურად ისრაელმა იემენზე იერიში მიიტანა, რომლის სამიზნეც ჰუსიტების ლიდერი, აბდულ მალიკ ალ-ჰუთი იყო.

ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.