არქივი21 ივნისი, 2025, 21:52
თუ აშშ ირანს თავს დაესხმება, წითელ ზღვაში მათ გემებს მიზანში ამოვიღებთ - ჰუსიტების სპიკერი

იემენელი ჰუსიტების ტერორისტული დაჯგუფება ირანსა და ისრაელს შორის მიმდინარე კონფლიქტის ფონზე განცხადებას ავრცელებს და აშშ-ს ისრაელის მხარეს ჩართვის შემთხვევაში თავდასხმებით ემუქრება.
ჰუსიტების თქმით, აშშ-ს გემებზე იერიშებს იმ შემთხვევაში მიიტანენ, თუ აშშ ირანის სამხედრო და ბირთვულ ობიექტებს დაესხმება თავს.
"თუ აშშ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ თავდასხმასა და აგრესიაში მონაწილეობას მიიღებს, შეიარაღებული ძალები მიზანში ამოიღებენ მის გემებსა და სამხედრო ხომალდებს წითელ ზღვაში". - განაცხადა ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო სპიკერმა, იაჰია სარემ.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.