ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ჰუსიტების“ პრესსპიკერის განცხადებით, წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები გაგრძელდება

წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები გაგრძელდება, - ამის შესახებ „ჰუსიტების“ პრესსპიკერმა, მუჰამედ აბდულსალამმა განაცხადა.
„ისრაელის გემების ან ოკუპირებული პალესტინის პორტებისკენ მიმავალი გემების შესაჩერებლად შეტევები გაგრძელდება“, - განაცხადა დაჯგუფების პრესსპიკერმა.
აბდულსალამმა აღნიშნა, რომ დაჯგუფებას წითელ და არაბეთის ზღვებში ესკალაცია არ სურს და წითელი ზღვის მილიტარიზაცია სწორედ აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა.
„ჰუსიტების“ პრესსპიკერის განცხადებიდან მალევე, დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ იემენის სანაპიროსთან მყოფ გემზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.