იტალიის თავდაცვის მინისტრი – წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმები ახალი ომის დაწყების გარეშე უნდა შეწყდეს

წითელ ზღვაში იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმები ახალი ომის დაწყების გარეშე უნდა შეწყდეს, – ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროსეტომ განაცხადა.
„ეს უზარმაზარი პრობლემაა, რომელიც სხვა ომების შედეგს წარმოადგენს. მე არ მსურს, რომ მესამე ფრონტი გაიხსნას“, – განაცხადა გვიდო კროსეტომ.
კროსეტომ აღნიშნა, რომ წითელ ზღვაში „ჰუსიტების“ თავდასხმების შემდეგ -ის მიერ შექმნილ მრავალეროვნულ საზღვაო მისიას იტალია იმ შემთხვევაში შეუერთდება თუ ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი დაუჭერს მხარს.
„არსებობს ისეთი რამ, როგორიც კონსტიტუცია და კანონებია, რომელთა მიხედვითაც ახალი საერთაშორისო მისია პარლამენტის მიერ დამტკიცებას და ცალკეულ დაფინანსებას მოითხოვს“, – აღნიშნა იტალიის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ