არქივი27 ნოემბერი, 2023, 08:23
ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლამდე მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა
თბილისში, ჰუალინგთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლამდე მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. ერთმანეთს სუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევა 26 ნოემბერს, საღამოს მოხდა.
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.