არქივი26 ნოემბერი, 2023, 18:37
"ჰუალინგთან" ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევა "ჰუალინგის" დასახლებასთან - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ. შედეგად მოტოციკლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარის სავარაუდო მიზეზად გადამეტებული სიჩქარე სახელდება.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია და მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.