ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება – ტრამპი

9
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება. მისივე თქმით,  ირანს ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის გადასახადების დაწესების უფლებას არ მისცემს.
„სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ. მას სხვა ქვეყნები იყენებენ. ის საკმაოდ მალე გაიხსნება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან შეთანხმების მთავარი პრიორიტეტი მისი ბირთვული პოტენციალის შეზღუდვაა.
„არანაირი ბირთვული იარაღი. ეს შეთანხმების 99%-ია. ვნახოთ, რა გამოვა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.