დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება

ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან შეთანხმების მთავარი პრიორიტეტი მისი ბირთვული პოტენციალის შეზღუდვაა.
„არანაირი ბირთვული იარაღი. ეს შეთანხმების 99%-ია. ვნახოთ, რა გამოვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასევე, ტრამპის თქმით, ჰორმუზის სრუტე „ავტომატურად გაიხსნება“.
„სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ. მას სხვა ქვეყნები იყენებენ. ის საკმაოდ მალე გაიხსნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, ირანს ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის გადასახადების დაწესების უფლებას არ მისცემს.
„ამას არ დავუშვებთ. ეს საერთაშორისო წყლებია“, - განაცხადა ტრამპმა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.