ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰილარი კლინტონი ქართველ ხალხს და სალომე ზურაბიშვილს „ისტორიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს” სოლიდარობას უცხადებს

ჰილარი კლინტონი ქართველ ხალხს და სალომე ზურაბიშვილს „ისტორიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს” სოლიდარობას უცხადებს

მეამაყება შევუერთდე მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს, ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში, საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს , - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“მეამაყება, რომ მსოფლიოს მასშტაბით ლიდერებს შევუერთდე ქართველ ხალხთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სოლიდარობაში საქართველოს ისტორიაში ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გზაგასაყარის დროს.
საქართველო ცალკე შემთხვევა არ არის: კრიტიკულად მნიშვნელოვანი ბრძოლის ველია ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის გლობალურ ბრძოლაში”, - წერს კლინტონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.