სალომე ზურაბიშვილზე – ეს ადამიანი არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის გარე ძალებიდან იმართება, ის არის ქვეყნის მტერი

კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე – ეს ადამიანი არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის გარე ძალებიდან იმართება, ის არის ქვეყნის მტერი
ეს ადამიანი [] არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის იმართება გარე ძალებიდან, ის არის ამ ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას დარჩა ორი პარასკევი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ამასთან, კალაძემ მიხეილ ყაველაშვილს საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.
„პირველ რიგში, მინდა საქართველოს მივულოცო ახალი პრეზიდენტის არჩევა მიხეილ ყაველაშვილის სახით. მინდა წარმატებები ვუსურვო მას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ღირსეული პრეზიდენტი, იქნება ღირსეული ადამიანი, ვინც ღირსეულად იქნება ქვეყნის, ხალხის სამსახურში. ყველაზე მთავარი რა არის დღეს? – გიყვარდეს შენი ქვეყანა და გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც სჭირდება შენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. სალომე ზურაბიშვილის კონკრეტული ქმედებები, განცხადებები აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის ინტერესებთან. აშკარად ჩანდა, რომ ეს ადამიანი არ ეკუთვნის ქართველ ხალხს, ჩვენს სამშობლოს, ის იმართება გარე ძალებიდან, ის არის ამ ქვეყნის მტერი, ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი. საბედნიეროდ, მას დარჩა ორი პარასკევი.
მისი განცხადებებით შეურაცხყოფას აყენებს, იმ 1 120 000 ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, სიმშვიდეს. თუმცა არ იფიქროთ, რომ ეს არის მის თავში მოხარშული „მესიჯები“, პირიქით, გარედან წამოსული დავალებაა, თუ რა უნდა თქვას, როგორ უნდა იმოქმედოს. არ იფიქროთ, რომ ის, რასაც ეს რადიკალური დაჯგუფება აკეთებს, თუნდაც „მესიჯების“ დონეზე, მათი დალაგებული იყოს. ყველაფერი მოდის გარედან, როგორც ეტყვიან, დაავალებენ, ისე უნდა იმოქმედონ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილს დარჩენილი აქვს ორი პარასკევი“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა