ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰესები რუსებისთვის | დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მორიგ სტრატეგიულ ობიექტს ასხვისებს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მორიგ სტრატეგიულ ობიექტს ასხვისებს. ამ ეტაპზე საუბარია ენგურის ვარდნილჰეს 2-ზე, რომელიც წლებია აღარ ფუნქციონირებს. იგეგმება მისი იჯარით გაცემა, თუმცა ექსპერტები ვარაუბოდენ, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და ვარდნილჰეს ორი საბოლოოდ ოკუპანტი სახელმწიფოს ხელში აღმოჩნდება.
თავად ოკუპირებულ აფხაზეთში კი უკმაყოფილება იზრდება. ოპოზიციასთან ერთად, სტრატეგიული ობიექტების გასხვისებას მოსახლეობაც აპროტესტებს. მით უფრო იმ ფონზე, რომ კრემლი სულ უფრო ხშირად ამბობს უარს დაპირებების შესრულებაზე. დაფინანსების შემცირების შემდეგ რუსეთმა უარი თქვა დროებით ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის უფასო მიწოდებაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.