არქივი22 ნოემბერი, 2023, 08:39
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში იმყოფება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი მოსკოვში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა და მას თან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების თავმჯდომარე თემურ აჰიბა ახლავს.
„ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებში გაიმართება“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.