ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰენა ვირკუნენი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე - ეს არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე

ჰენა ვირკუნენი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე - ეს არის პასუხი მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე

დღევანდელი გადაწყვეტილება წარმოადგენს პასუხს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე, - ასე ეხმაურება ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ტექნოლოგიური სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის საკითხებში ჰენა ვირკუნენი ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.

მისი განცხადებით, საქართველოში რეპრესიები მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე არ გახსნის.

„ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირსა და მსოფლიოში პარტნიორ ქვეყნებს შორის მობილობის ხელშეწყობის გასაღებია. ისინი, ვინც არ იცავენ ფუნდამენტურ უფლებებს, არ უნდა სარგებლობდნენ ამ თავისუფლებით. ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - აცხადებს ჰენა ვირკუნენი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.