ევროკომისია დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე – კომისიას შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე – სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული

ევროკომისიის მიერ საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება ძალაში დღეს შევა და 12 თვის განმავლობაში, 2027 წლის 6 მარტამდე გაგრძელდება.

ამასთან, როგორც ევროკომისია განმარტავს, თუ საქართველოს ხელისუფლება მმართველობასა და კანონის უზენაესობასთან

დაკავშირებულ საკითხებს არ მოაგვარებს, კომისიას შეუძლია შეჩერება 24 თვემდე გააგრძელოს.

„კომისიას ასევე შეუძლია გადაწყვიტოს ამ ზომების გავრცელება საქართველოს ყველა მოქალაქეზე. ამ დროის განმავლობაში, სიტუაციის გამოსწორება საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. კომისია მკაცრად მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, კონსტრუქციულად ჩაერთოს ამ პროცესში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!