ჰელსინკის კომისიის ახალი თავმჯდომარე როჯერ უიკერი – საქართველო გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნება“ ცდილობს ქვეყნის რუსეთისკენ მითრევას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას

რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ იქნა არჩეული.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.
“ჩემთვის პატივია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ დასახელება. ევროპული უსაფრთხოება ყოველთვის კარგია შეერთებული შტატებისთვის. თითქმის 50 წლის განმავლობაში ჰელსინკის კომისია მსოფლიოს მასშტაბით იცავს ადამიანის უფლებებს, წინ წევს დემოკრატიას და ეკონომიკურ თანამშრომლობას ზრდის. დღევანდელი გამოწვევები არანაკლებად გადაუდებელია. მოუთმენლად ველი ორპალატიან, ორპარტიულ საფუძველზე მუშაობას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სამართლიანად დასრულებისთვის, ნატოს ალიანსის გაძლიერებისთვის, საერთაშორისო წესრიგისთვის, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება”, – განაცხადა უიკერმა.
ჰელსინკის კომისიის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “საქართველოს რესპუბლიკა გზაგასაყარზე დგას, როდესაც “ქართული ოცნების” პარტია ცდილობს ქვეყანის რუსეთისკენ მითრევას და მის არჩეულ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან დაშორებას”.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იცვლებიან. ყოფილი თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, კომისიის თანათავმჯდომარის თანამდებობაზე გადავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ