ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მამუკა ხაზარაძე სენატორ როჯერ უიკერს კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

მამუკა ხაზარაძე სენატორ როჯერ უიკერს კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სენატორ როჯერ უიკერს კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს და ამბობს, რომ უიკერი ქართველი ხალხისა და მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფების დიდი მხარდამჭერია.
როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, ჰელსინკის კომისიამ უკვე აჩვენა თავისი მტკიცე და ურყევი ერთგულება ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი.
„ვულოცავ სენატორ როჯერ უიკერს 119-ე კონგრესში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარედ არჩევას!
მქონდა პატივი იანვარში, ვაშინგტონში შევხვედროდი როჯერ უიკერს. ის ქართველი ხალხისა და ჩვენი ევრო-ატლანტიკური მისწრაფების დიდი მხარდამჭერია, რომელსაც საფრთხე შეუქმნა და ძირი გამოუთხარა ივანიშვილის რეჟიმმა.
ჰელსინკის კომისიამ უკვე აჩვენა თავისი მტკიცე და ურყევი ერთგულება ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. მადლიერები ვართ საქართველოს დიდი მეგობრის, ჯო უილსონის მიერ გაწეული შრომისთვის.
თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის კრიტიკულ და გადამწყვეტ ეტაპზე, ქართველ ხალხს სენატორი უიკერის მხარდაჭერის იმედი აქვს!“,- წერს ხაზარაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.