არქივი29 ნოემბერი, 2024, 19:36
ჰელსინკის კომისია – მხარი დაუჭირეთ ქართველ ხალხს

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს – “ქართველ ხალხს მშვიდობიან დემონსტრაციაზე მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა, ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე” – წერს კომისია X-ის საკუთარ გვერდზე.
“გვერდში დაუდექით ქართველ ხალხს!”- წერია მიმართვაში:
„ქართველი ხალხი ქუჩაში გავიდა მშვიდობიანი დემონსტრაციისთვის მათი სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის და მათ მხოლოდ ძალადობა და რეპრესია დახვდა. ისინი უარს ამბობენ რუსულ კოლონიად გახდომაზე. გვერდში დაუდექით ქართველ ხალხს!” – წერს ჰელსინკის კომისია
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.