ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰელსინკის კომისია - დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის

ჰელსინკის კომისია - დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის

დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის, - ასე ეხმაურება აშშ-ის ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.
„წლების განმავლობაში ჰელსინკის კომისიის ორპარტიული წევრები განგაშს აცხადებდნენ ბიძინა ივანიშვილის კორუფციაზე და კოორდინირებულ ძალისხმევაზე, მოეხდინა ქართული დემოკრატიის საბოტაჟი, ძალადობრივად თავს დასხმოდა მშვიდობიან დემონსტრანტებს და საქართველო ევრო-ატლანტიკური გზიდან გადაეგდო.
დღეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ საქართველოს მითრევაში მისი წამყვანი როლისთვის.
ამერიკელი ხალხი ქართველებს გვერდში უდგას ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად მათ მიმდიანრე ბრძოლაში,” - ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.