ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საკმაო ხანია, შემოღებული უნდა იყოს“ — პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

„სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საკმაო ხანია, შემოღებული უნდა იყოს“ — პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კმიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას უკვე საკმაო ხანია, სანქციები უნდა დაეწესებინა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
„ფართო, მნიშვნელოვანი სანქციები ქართველი მაღალჩინოსნებისა და მათი კორუმპირებული მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, საკმაო ხანია, შემოღებული უნდა იყოს. ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციამ უმალ უნდა იმოქმედოს და პასუხი აგებინოს ამ აქტორებს, ვინც დევნის ქართველ ხალხს და უარს ამბობს მათი სურვილებისა და უფლებების პატივისცემაზე“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.