ჰარვარდის უნივერსიტეტმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ჰარვარდის უნივერსიტეტმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
მედიის ინფორმაციით, სარჩელში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაცია ცდილობს „ჰარვარდში აკადემიური გადაწყვეტილებების მიღებაზე კონტროლის მოპოვებას“.
უნივერსიტეტი ებრძვის ადმინისტრაციის მუქარას, გადახედოს დაახლოებით 9 მილიარდი დოლარის ფედერალური დაფინანსებას მას შემდეგ, რაც ჰარვარდის ოფიციალურმა პირებმა უარი განაცხადეს მოთხოვნების სიის შესრულებაზე, რომელიც მოიცავდა გარე ზედამხედველის დანიშვნას. ჰარვარდი ცდილობს, შეაჩეროს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებული 2.2 მილიარდი დოლარის ოდენობის ფედერალური დაფინანსების გაყინვა.
უნივერსიტეტმა სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ღაზას ომთან დაკავშირებული სტუდენტების აქტივიზმის თვეების შემდეგ რამდენიმე უნივერსიტეტში ცვლილებების შეტანა სცადა. ადმინისტრაციამ კამპუსის პროტესტი ანტიამერიკულად, ხოლო დაწესებულებები ლიბერალურ და ანტისემიტურად შეაფასა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა