ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს
ფოტო: Engramme
6
წაკითხვა
ჰარვარდის ნეირომეცნიერების პროფესორი, გაბრიელ კრაიმანი, ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) ალგორითმი შეიმუშავა, რომელიც ადამიანებს “სრულყოფილ და უსასრულო მეხსიერებას” ანიჭებს. კრაიმანმა გასულ თვეში სტარტაპი Engramme ჩაუშვა, რომლის მიზანიც ადამიანების კოგნიტიური უნარების გარდამქმნელი ტექნოლოგიების კომერციალიზებაა.
იდეა “დიდი მეხსიერების მოდელების” გამოყენებაში მდგომარეობს. სტარტაპის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ეს ტექნოლოგია ყველა პროფესიას გარდაქმნის, იქნება ეს მედიცინა, სამართალი, ხელოვნება თუ ინჟინერია.
კრაიმანმა პლატფორმა LinkedIn-ზე პოსტი გამოაქვეყნა. პროფესორი აღნიშნავს, რომ სუსტი მეხსიერება ყოველთვის კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა იყო, მისი ალგორითმი კი ამის გადაჭრას შეეცდება.
უცნობია, კონკრეტულად რა ტექნოლოგიას გამოიყენებენ ამის მისაღწევად, თუმცა აქამდე ჩატარებულ მსგავს კვლევებში ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისები დატესტეს.
ასევე იხილეთ: ციფრული უკვდავება — თქვენივე ავატარი, რომელმაც შეიძლება სიკვდილის შემდეგ ჩაგანაცვლოთ
Engramme-ის ალგორითმი ადამიანების ციფრული ცხოვრებიდან მოგონებებზე წვდომის პირველი მცდელობა არაა. მაგალითად, StoryFile-ც AI-ზე მომუშავე პლატფორმაა, რომელიც კლიენტებს უკვდავებას ჰპირდება. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კლიენტების ვიდეოებზე ვირტუალურ ავატარებს წვრთნიან.
ასევე: “აცადეთ მკვდრებს სიკვდილი” — Meta-მ ტექნოლოგია დააპატენტა, რომელიც “საფლავიდან დაგაპოსტინებთ”
სხვათა შორის, ეს იდეა ტექნოლოგიური გიგანტებისთვისაც საინტერესოა, მაგალითად, Meta-სთვის. კომპანიამ დეკემბერში პატენტი შექმნა, რომელიც მომხმარებლის აქტივობის სიმულირებას მოახდენდა. ამისთვის ამ ადამიანის პოსტებზე გაწვრთნილი დიდი ენობრივი მოდელები (LLM) გამოიყენეს.
თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?2298 ნახვა
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა947 ნახვა
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?576 ნახვა
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა146 ნახვა
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე125 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
დედამიწა
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
ყინულის დნობამ, შესაძლოა, ანტარქტიდაზე ოქროთი და სხვა მინერალებით მდიდარი მიწები გააჩინოს
მეცნიერება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
ეკონომიკა
როგორ ვიყიდოთ ამერიკის 500 საუკეთესო კომპანია ერთი კლიკით?
როგორ ვიყიდოთ ამერიკის 500 საუკეთესო კომპანია ერთი კლიკით?
ტექნოლოგიები
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
გადახედვა
კოსმოსი
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
ასტრონავტები მოდიან! — მთვარის გრავიტაციამ Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწისკენ გამოტყორცნა
გადახედვა
კოსმოსი
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
პასუხები იმ მნიშვნელოვან შეკითხვებზე, რომლებიც Artemis 2-თან დაკავშირებით შეიძლება გქონდეთ
გადახედვა
კოსმოსი
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
Artemis 2-ის ეკიპაჟმა მთვარეს შემოუარა! — აი, როგორ ჩაიარა ისტორიულმა მომენტმა
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
NASA-ს ასტრონავტები 6 აპრილს, ღამით, მთვარეს შემოუვლიან — სად ვუყუროთ
გადახედვა
კოსმოსი
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
მისიის მთავარი ფაზა ახლოსაა! — ასტრონავტებმა მთვარის “გავლენის სფეროში” შეაღწიეს
გადახედვა
მეცნიერება
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები
საიდან ვიცით, რომ ადამიანი მთვარეზე ნამდვილად იმყოფებოდა — დედამიწაზე ჩამოტანილი ნიმუშები