ფოტო: Freepik
15
წაკითხვა
Sunwoda ჩინური კომპანიაა, რომელიც ელექტრომობილების ბატარეებს ამზადებს. მათი მთავარი პროდუქტია Xingchi Supercharge Battery 2.0. ეს ლითიუმის რკინის ფოსფატის (LFP) ბატარეაა, რომელიც სამგზავრო ელექტრომობილებისთვისაა განკუთვნილი. ბატარეის მაჩვენებელი მას 5%-იდან 95%-მდე სულ რაღაც 9 წუთში აჰყავს, ხოლო 5%-იდან 75%-მდე 5.5 წუთში.
სისტემა 264 პრიზმულ ელემენტს შეიცავს. დენი 1800 ამპერამდეც აღწევს. როგორც კომპანია განმარტავს, ულტრასწრაფი დატენის ფუნქცია შეგვიძლია ბატარეის საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შეუზღუდავად გამოვიყენოთ.
გარდა ამისა, Sunwoda-მ სამგზავრო ელექტრომობილებისთვის კიდევ ორნაირი ბატარეა შექმნა. ერთ-ერთი მათგანი დეგრადაციას ამცირებს. კომპანიის განმარტებით, ბატარეის ტევადობა პირველ წელს საერთოდ არ მცირდება, 10 წლის განმავლობაში კი მხოლოდ 10%-იან კლებას უნდა ველოდოთ.
მეორე ბატარეა ჰიბრიდული ელექტრომობილებისთვისაა განკუთვნილი. იგი დიდი ზომის ცილინდრული ელემენტებითაა შექმნილი და 10 წუთში მოწყობილობას 10%-იდან 80%-მდე ტენის.
კომპანიის ძირითადი მიზანი დატენის დროის შემცირებაა, რაშიც მათ უზარმაზარი პროგრესი აქვთ. გარდა ამისა, ისინი ამ მიგნებებს უფრო დიდ სატრანსპორტო საშუალებებსაც არგებენ, მაგალითად, სატვირთო მანქანებს. ხოლო ჰიბრიდული მანქანებისთვის Sunwoda-მ პატარა ბატარეის პაკეტები შექმნა, რომლებიც უფრო ეფექტიანი და კომპაქტურია.
კომპანიის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, სიუ ჭუნგლინგის თქმით, ნატრიუმზე დაფუძნებულ ბატარეას ლითიუმთან შედარებით ბევრი უპირატესობა აქვს: უფრო დიდხანს ძლებს, შედარებით უსაფრთხოა და მათ დასამზადებლად უფრო მარტივად ხელმისაწვდომი მასალების გამოყენებაც შეიძლება, რაც მათ წარმოებას გააიაფებს. მეორე მხრივ, ასეთი ბატარეა ენერგიას ნაკლებად ინახავს, ამიტომ უმჯობესია, ისინი უფრო მარტივი მანქანებისთვის გამოვიყენოთ.
გარდა ამისა, კომპანია ხელოვნურ ინტელექტსაც აქტიურად იყენებს, რათა ბატარეების შექმნის, დამზადებისა და შენახვის პროცესი გაუმჯობესდეს. ამ სტრატეგიას ისინი “AI+ battery”-ს უწოდებენ.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია1930 ნახვა
ჩატბოტები გვეპირფერებიან — ახალი კვლევის შედეგები არასახარბიელოა1203 ნახვა
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ902 ნახვა
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს841 ნახვა
რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ512 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მედიცინა
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
შექმნეს ცხვირის სპრეი, რომელმაც თაგვებში ტვინის დაბერება უკუაქცია
გადახედვა
მეცნიერება
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა შიმპანზეებს შორის მიმდინარე “სამოქალაქო ომი” აღწერეს
გადახედვა
კოსმოსი
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
კიბერ უსაფრთხოება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
Sci-Tech
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
მეცნიერება
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
რა არის დუშენის კუნთოვანი დისტროფია და როგორ ებრძვის მას მედიცინა
გადახედვა
მეცნიერება
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
ლაბორატორიაში პლასტმასა პარკინსონის სამკურნალო პრეპარატად გარდაქმნეს
გადახედვა
Next საქართველო
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
ვიდეო: ელენე ჟურავლიოვა ილიაუნიზე, პროგრამების დახურვასა და განათლების რეფორმაზე
გადახედვა
მეცნიერება
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
მასშტაბური კვლევის თანახმად, ქორწინება კიბოს განვითარების რისკის შემცირებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
ხელოვნური ინტელექტი
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს
ჰარვარდის პროფესორის თქმით, შეიმუშავეს ალგორითმი, რომელმაც შეიძლება “უსასრულო მეხსიერება” მოგვცეს