ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰანოვერის აეროპორტმა, დრონის დაფიქსირების გამო, მუშაობა შეაჩერა

ჰანოვერის აეროპორტმა, დრონის დაფიქსირების გამო, მუშაობა შეაჩერა

გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარეში, ჰანოვერის აეროპორტმა, დრონის დაფიქსირების გამო, უშაობა დროებით შეაჩერა, - ინფრმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ დრონი პილოტებმა შენიშნეს და ამის შესახებ აეროპორტის თანამშრომლებს აცნობეს. წინასწარი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი ახლომდებარე სამრეწველო ზონის თავზე დაფრინავდა.
დრონის დაფიქსირების შემდეგ სამი თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადამისამართდა. ერთი თვითმფრინავი, რომელიც მაინის ფრანკფურტიდან მიფრინავდა, ჰამბურგში გადამისამართდა. დანარჩენი თვითმფრინავები იძულებული გახდნენ, აფრენა-დაშვება გადაედოთ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.