ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრემენის საერთაშორისო აეროპორტში, დრონის დაფიქსირების გამო, ფრენები შეჩერდა

ბრემენის საერთაშორისო აეროპორტში, დრონის დაფიქსირების გამო, ფრენები შეჩერდა

ბრემენის საერთაშორისო აეროპორტში დრონის აღმოჩენის გამო საჰაერო მოძრაობა დროებით შეფერხდა, - ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გამოცემა ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება რომ დრონი აეროპორტის სიახლოვეს, კვირას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 19:30 საათზე თითქმის 1 საათით შენიშნეს.
საჰაერო მოძრაობის კონტროლმა თვითმფრინავების აფრენა და დაშვება დაუყოვნებლივ შეაჩერა. Buten un Binnen-ის ვებსაიტის ცნობით, ლონდონიდან ბრემენში მიმავალი რეისი ჰამბურგში გადამისამართდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ გაუშვა დრონი.
შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე, 31 ოქტომბრის საღამოს, უცნობი დრონის დანახვის გამო ბერლინ-ბრანდენბურგის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა დროებით შეფერხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.