„ჰამასმა“ „წითელ ჯვარს“ გადასცა დარჩენილი 13 მძევალი

დაჯგუფება „ჰამასმა“ დარჩენილი 13 მძევალი „წითელ ჯვარს“ გადასცა.
მედიის ინფორმაციით, მძევლების გადაცემა ღაზის სამხრეთ ნაწილში მოხდა და ისინი ახლა „წითელი ჯვრის“ ავტომობილებით ისრაელში გადაჰყავთ.
„ჰამასმა“ ყველა ცოცხალი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა.
მძევლები „ჰამასმა“ ორ ეტაპად გაათავისუფლა. „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული შვიდი მძევალი უკვე ისრაელში იმყოფება. გათავისუფლებულ მძევლებს წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ რეიმის საველე ჰოსპიტალში, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან.
პატიმრების გასათავისუფლებლად ემზადება ისრაელის მხარეც, რომელმაც „ჰამასს“უნდა გადასცეს 250 პალესტინელი პატიმარი და 1 700 ღაზელი, მათ შორის 22 ბავშვია.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა