პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰამასმა ყველა ცოცხალი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

ჰამასმა ყველა ცოცხალი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა

ჰამასმა ყველა ცოცხალი ისრაელელი მძევალი გაათავისუფლა და ისრაელს გადასცა.
ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ჰამასისი ტყვეობაში, სავარაუდოდ, 20 ცოცხალი მძევალი იყო დარჩენილი.
ისრაელ-ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ჰამასმა მძევლები ორ ეტაპად გაათავისუფლა, ჯერ 7, შემდეგ კი 13 ტყვე გადასცა ისრაელს.
დღესვე ისრალეში ჩავიდა აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ის ქნესეთში სიტყვით გამოვიდა და ისრაელელი მძევლების ოჯახებს შეხვდა.
Politico-ს ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა ისრაელის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ქნესეთის სტუმრების წიგნში ხელი მოაწერა.
„ეს ჩემთვის დიდი პატივია. დიდი და ლამაზი დღე, ახალი დასაწყისი“, – დაწერა მან.
მედიის ცნობით, ჟურნალისტების შეკითხვას ღაზაში ომის დასრულებაზე, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ომი დასრულდა.
Politico-ს ინფორმაციით, ტრამპი და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი, შარმ-ელ-შეიხში მშვიდობის სამიტს უხელმძღვანელებენ, სადაც ომის დასრულების შეთანხმებას ხელს მოაწერენ.
ბოლო ინფორმაციით, შარმ-ელ-შეიხში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტს დაესწრება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
ღაზის ხელისუფლების ცნობით, 67 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დასახლების დიდი ნაწილი მიწასთან გასწორდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სასაზღვრო თავდასხმაზე სამხედრო რეაგირება დაიწყო. ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 251 მძევლად აიყვანეს ღაზაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.