“ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა – იოავ გალანტი

“ჰამასმა“ ღაზის სექტორზე კონტროლი დაკარგა, – ამტკიცებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი. იოავ გალანტი ამბობს, რომ ტერორისტები სამხრეთით გარბიან, მშვიდობიანი მოსახლეობა კი ძარცვავს “ჰამასის“ ბაზებს.
გუშინ, დღის ბოლოს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ
“ცახალმა” ღაზაში რანტისის საავადმყოფო დაარბია, სადაც “ჰამასის“ წევრები იყვნენ ჩაკეტილები.
მათივე ცნობით, საავადმყოფოს ქვეშ, სარდაფში აღმოჩენილია “ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრი, თვითმკვლელი ბომბის ჟილეტები, ასაფეთქებლები და სხვა იარაღი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, აქცენტს კვლავ ღაზის სექტორის ყველაზე დიდ საავადმყოფო, “ალ-შიფაზე” აკეთებს, რომელიც მათი თქმით, სასაფლაოდ იქცა, რადგან ვერ ხდება გარდაცვლილების დაკრძალვა. კლინიკის ექიმები ამ დრომდე უარს ამბობენ ისრაელის თავდაცვის ძალების შეთავაზებაზე დატოვონ ტერიტორია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს