ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ქალაქ ღაზის დასავლეთი სრულად დავიკავეთ და გადავედით ოპერაციის მომდევნო ეტაპზე | გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოვ გალანტმა განაცხადა, რომ ქვეყნის ჯარმა ქალაქ ღაზის დასავლეთი სრულად დაიკავა.
როგორც გალანტი ამბობს, ახლა ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) სახმელეთო ოპერაციის შემდეგ ფაზაზე გადავიდნენ.
"ოპერაცია გრძელდება, ძალიან მკაფიოდ, შერჩევითად და მიზანდასახულად. IDF-მა ქალაქ ღაზის დასავლეთის ნაწილი დაიკავეს, რომელიც ტერორისტებისგან და "ჰამასის" ობიექტებისგან გაწმინდა. დაწყებულია სახმელეთო ოპერაციის მომდევნო ეტაპი," - განაცხადა გალანტმა.
7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.