პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა

„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ავრცელებს.
„ცაჰალის“ ცნობით, ცხედარი თელ-ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ინსტიტუტში იდენტიფიცირებისთვის გადაასვენეს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ, „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა. გადასაცემი რჩება კიდევ 5 ცხედარი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.