არქივი6 ნოემბერი 2025, 12:24
„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა

დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები („ცაჰალი“) ავრცელებს.
„ცაჰალის“ ცნობით, ცხედარი თელ-ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იდენტიფიცირებისთვის გადაასვენეს.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ, „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა. გადასაცემი რჩება კიდევ 6 ცხედარი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.