ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელმა ღაზაში კიდევ ორი მძევლის ცხედარი აღმოაჩინა

ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ღაზის სექტორში კიდევ ორი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპული მძევლები სამხედრო პირები - 19 წლის კაპრალი და ამავე ასაკის სერჟანტი - არიან.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებმა ღაზაში 28 წლის მძევლის, ელია ტოლენადოს ცხედარი იპოვეს. ელია ტოლენადო სამოქალაქო პირი იყო, რომელიც მძევლად 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ მიერ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის დროს, „სუპერნოვას“ მუსიკალური ფესტივალიდან აიყვანეს.
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ღაზაში ამჟამად, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს აყვანილი 135-მდე მძევალი იმყოფება. თავდაპირველად მძევლების რაოდენობა 240-ს აჭარბებდა. 100-ზე მეტი ადამიანი გასულ თვეში, დროებითი ზავის დროს გაათავისუფლეს, ოთხი - ნოემბრის ბოლოს, დროებითი ზავის მიღწევამდე, ერთი მძევალი ისრაელელმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.