არქივი26 თებერვალი, 2025, 05:53
ჰამასი ისრაელს 4 მძევლის ცხედარს გადასცემს, ისრაელი 602 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს

ისრაელი და “ჰამასი” შეთანხმდნენ, რომ „ჰამასი“ ისრაელს კიდევ ოთხი მძევლის ცხედარს გადასცემს, ისრაელი კი 602 პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, მძევლების ცხედრებს, ეგვიპტის შუამავლობით, ისრაელს დღეს გადასცემენ.
შეგახსენებთ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 2 მარტამდე გაგრძელდება, საერთო ჯამში, 25 მძევალი უნდა გათავისუფლდეს და ისრაელს 8 მძევლის ცხედარი უნდა გადასცენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.