ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰამასმა“ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, მიმდინარეობს 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების პროცესი

„ჰამასმა“ ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, მიმდინარეობს 600-ზე მეტი პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების პროცესი

„ჰამასმა” ისრაელს ოთხი მძევლის ცხედარი გადასცა, მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირება, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ოთხი ცხედარი ცოტა ხნის წინ გადავეცით და ველოდებით პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას“, - განაცხადა „ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა სააგენტო „ფრანს-პრესსთან“ საუბარში.
ცხედრების გადაცემის ფაქტი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმაც დაადასტურა.
ამასთან, სანაცვლოდ, ისრაელმა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო. ისრაელი, სავარაუდოდ, 625 პატიმარს და დაკავებულს გაათავისუფლებს.
ცნობისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 1-ელ მარტს სრულდება, „ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და რვა მძევლის ცხედარი გადასცა. სანაცვლოდ, "ჰამასმა", საერთო ჯამში, 1 900-მდე პალესტინელი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.