„ჰამასი“ ისრაელს მძევლების შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნებს უყენებს – BBC

BBC ისრაელში თავის კორესპონდენტ ორლა გერინზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელს მძევლების შეთანხმებასთან დაკავშირებით დამატებით მოთხოვნებს უყენებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, ამ ეტაპზე უცნობია რა მოთხოვნა წამოაყენა „ჰამასმა.“
ს სამთავრობო წყაროებისგან მაქვს ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ დამატებითი მოთხოვნები წამოაყენა, თუმცა გაუგებარია რა მოთხოვნები აქვს „ჰამასს“, – ამბობს ჟურნალისტი.
ინფორმაციისთვის, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების ფარგლებში, 150 პალესტინელის სანაცვლოდ „ჰამასს“ 50 ებრაელი უნდა გაეთავისუფლებინა.
მსოფლიო ლიდერებმა „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეულ შეთანხმებას „მნიშვნელოვანი პროგრესი“ უწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გაბრიელიუს ლანდსბერგისი – მადლობას ვუხდი ვენეციის კომისიას “უცხოური გავლენის” კანონის გაუქმების ძლიერი რეკომენდაციისთვის – იმედს გამოვთქვამ, საქართველოს ლიდერები ამას გააკეთებენ