პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ცნობილია, როდის გადასცემს "ჰამასი" ისრაელს მძევლების პირველ ნაკადს - მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელება იწყება

ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მაჯიდ ალ-ანსარის განცხადებით, პარასკევს "ჰამასი" 13 მძევალს გაათავისუფლებს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მისი თქმით, ყატარის მიზანია, რომ ეს შეთანხმება ხანგრძლივი ზავით დასრულდეს.
როგორც ალ-ანსარი ამბობს, მძევლებს (რომელთა შორისაც ხანდაზმული ქალები და ბავშვები არიან) დაახლოებით, 16:00 საათისთვის გაათავისუფლებენ.
იმისთვის, რომ პროცესმა უსაფრთხოდ ჩაიაროს, გათავისუფლებულ მძევლებს „წითელ ჯვარს" გადასცემენ. ”უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ომის ზონაა,” - დასძინა მან.
ყატარი ისრაელსა და "ჰამასს" შორის შუამავლის ფუნქციას ასრულებს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.